როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ფენ-შუის მიხედვით
ფენ-შუი აღმოსავლური მიმდინარეობაა, რომლის მიზანიც გარე და შიდა ენერგეტიკული ველების ჰარმონიზებაა, სამზარეულო კი ის ადგილია, სადაც ადამიანი დიდ დროს ატარებს.
ფენ-შუის მიხედვით, სამზარეულოს ოჯახის კეთილდღეობის შექმნაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ფენ-შუის მიხედვით, სამზარეულოს მდებარეობა და დიზაინი დიდ როლს თამაშობს თქვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრებაზე.
პირველ რიგში შეადგინეთ ბაგუას რუკა, რათა უკე განსაზღვროთ სამზარეულოს მდებარეობა, ელემენტები, ფერები და მასალა.
სამზარეულოს 5 ელემენტი:
ლითონის ელემენტი – გაზქურით, მაცივრით, ჭურჭლის სარეცხით;
წყლის ელემენტი – ნიჯარით და სამზარეულოს შავი ზედაპირით;
ხის ელემენტი – ხის სამზარეულოს ავეჯით;
მიწის ელემენტი – ქოთნის მცენარეებით , პატარა ქვებით;
ცეცხლის ელემენტი – გაზქურით, წითელი ჭურჭლით, კედლებით და იატაკით;
განლაგება:
სამზარეულოში ძალიან მნიშვნელოვანია საგნების სწორად განლაგება:
არ განათავსოთ სამზარეულო სახლის წინა ნაწილში და შესასვლელი კარის მოპირდაპირედ,
არ განათავსოთ სამზარეულო საძინებელი ოთახის მოპირდაპირე მხარეს,
არ განათავსოთ ნიჟარა გაზქურის გვერდით - წყლის ელემენტი ასუსტებს ცეცხლის სასარგებლო ენერგიას.
არ განათავსოთ გაზქურა ფანჯრის ქვეშ.
არ განათავსოთ მაცივარი გაზქურის გვერდით - მას იგივე ეფექტი აქვს რაც ნიჯარას.
თუ სარეცხის მანქანა სამზარეულოშია – არ დაყაროთ გაურეცხავი ტანსაცმელი მის წინ.
საკუჭნაოს კარი ყოველთვის დაკეტილი უნდა იყოს.
სამზარეულო არ უნდა იყოს ჩაბნელებული დ უჰაერო, გაანათეთ და კარგად გაანიავეთ ის.
სისუფთავე
სამზარეულო უნდა იყოს დაბალანსებული , მყუდრო, სუფთა , მოწესრიგებული და დადებითი ენერგიით სავსე.
ყურადღება მიაქციეთ გაზქურის სისუფთავეს, გაწმინდეთ მისი ზედაპირი და სახელურები.
თვალს მოაფარეთ ნაგვის ურნები და რეგულარულად გაიტანეთ ნაგავი , არ გადაყაროთ ნაგავი საღამოს .
ღამით არ დატოვოთ ნიჟარაში გაურეცხავი ჭურჭელი .
ცოცხი და იატაკის ტილოები არ დატოვოთ გარეთ .
ყოველთვის მოწმინდეთ სამზარეულოს იატაკი და დაიცავით სისუფთავე .
დეკორაცია
სამზარეულოს კედლებზე დაკიდეთ ხილის და ბოსტნეულის ნახატები , ისინი სიმდიდრის ნიშანია