დიასახლისის ოცნება - როგორ ავარჩიოთ იდეალური ჩასაშენებელი ღუმელი
რისთვის არის საჭირო სამზარეულოში ჩასაშენებელი ღუმელი? პირველ რიგში, იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანებისთვის მრავალფეროვანი კერძები მოამზადოთ. სტატიაში გიამბობთ როგორ უნდა შეარჩიოთ ღუმელი, რომელიც ამ მისიის შესრულებაში დაგეხმარებათ.
ღუმელის ტიპი
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, გაზზე იმუშავებს ღუმელი თუ ელექტროენერგიაზე. რა თქმა უნდა, გაზის ღუმელი უფრო იაფია, თუმცა მაინც ელექტრო ღუმელის შეძენა ჯობს. მიზეზი ისაა, რომ ელექტრო ღუმელს გაცილებით ფართო შესაძლებლობები აქვს. მაგალითად, შესაძლებელია ზუსტად დააფიქსიროთ მომზადების ტემპერატურა, რაც მნიშვნელოვანი პირობაა ხარისხიანი ნამცხვრების გამოსაცხობად!
ღუმელის ზომა
თუ სამზარეულო პატარაა, არჩევანი შედარებით მცირე ზომის ღუმელზე უნდა შეაჩეროთ – მაგალითად, LEX EDM 4570. ამ მოდელის ზომა შეიძლება ძალიან პატარა მოგეჩვენოთ, მაგრამ SPACE+ ტექნოლოგიის წყალობით, მას ერთ-ერთ ყველაზე დიდი მოცულობა აქვს ამ ზომის ღუმელებს შორის – 55 ლიტრი.
თუ სამზარეულოში საკმარისად დიდი სივრცეა, მაშინ აირჩიეთ ღუმელი მინიმუმ 60 სმ სიგანით – ასეთი ღუმელის დახმარებით ნებისმიერი კულინარიული ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება.
სიგანის გარდა, ყურადღება მიაქციეთ სამუშაო კამერის მოცულობასაც – რაც უფრო დიდია კამერა, მით უკეთესია. თუ ბევრს და ხშირად არ აცხობთ, 55 ლიტრიანი ღუმელიც საკმარისია, ხოლო თუ გინდათ, რომ თქვენი სამზარეულო ნამდვილ მინი-საკონდიტროდ გადააქციოთ, მაშინ 60 ლიტრიანი მოდელი გაცილებით უკეთესი არჩევანი იქნება. ასეთ ღუმელში ერთდროულად ორი ფართო საცხობი ფირფიტა მოთავსდება.
მართვის სისტემა
ჩასაშენებელ ღუმელებს, ძირითადად, ორი ტიპის მართვის პანელი აქვთ – მექანიკური და სენსორული. მექანიკური ვარიანტი რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სველი ან ცხიმიანი ხელით ტემპერატურის ზუსტი განსაზღვრა რთულია, ამიტომ, ტორტების, ნამცხვრებისა და სხვა სახის ცომეულის მოსამზადებლად სენსორული მართვის მქონე ღუმელი უკეთესია. ერთი შეხება და საჭირო რეჟიმი მზადაა. ამის შესანიშნავი მაგალითია ჩასაშენებელი ღუმელი Bosch Serie 4 - მას აქვს მომზადების დროის ინდიკაცია და ხმოვანი სიგნალი, რომელიც დიასახლისს საშუალებას აძლევს, ღუმელში ნამცხვარი დატოვოს და მშვიდად განაგრძოს საყვარელი წიგნის კითხვა.
სიმძლავრე
უმჯობესია თუ მაქსიმალური სიმძლავრის მქონე ღუმელს აირჩევთ – ზოგი კერძი ხომ სწორედ მაქსიმალურ ტემპერატურაზე მზადდება. მაგალითად, თუ ღვეზელისთვის 2000 ვატიც საკმარისია, პიცის მოსამზადებლად ღუმელის სიმძლავრე მაქსიმალურთან მიახლოვებული უნდა იყოს – სწორედ ისეთი, როგორიც იტალიის ჩრდილოეთში მდებარე რესტორნების უზარმაზარ ღუმელებს აქვთ. ბუნებრივია, ჩასაშენებელი ღუმელი ასეთი მძლავრი ვერ იქნება, მაგრამ თითქმის ასეთის პოვნა ნამდვილად შესაძლებელია.
სასარგებლო ფუნქციები და დამატებითი შესაძლებლობები
სტანდარტულ ღუმელებს, როგორც წესი, მოწყობილობის მთელ სიგრძეზე მხოლოდ ერთი გამაცხელებელი ელემენტი აქვთ და ამის გამო მხოლოდ ზედა, ქვედა ან კომბინირებულ რეჟიმებში არიან შეზღუდულები. ცომეულისთვის კომბინირებული რეჟიმიც საკმარისია, თუმცა კონვექციის რეჟიმი იდეალური იქნებოდა – ის ყველა მხრიდან ერთგვაროვან ცხობას უზრუნველყოფს. ასევე სასარგებლოა „ცომის ამოსვლის“ რეჟიმიც.
ასევე გირჩევთ აირჩიოთ ღუმელის მოდელი, რომელსაც რამდენიმე საცხობი ფირფიტა მოჰყვება. თუ ღუმელში მხოლოდ ერთი ან ორი ფირფიტაა, ჯობია დამატებითი შეიძინოთ – ამას აუცილებლად დააფასებთ მაგალითად, „მედოკის“ ცხობისას.
და ბოლოს – ყოველთვის სანდო და გამოცდილი ბრენდების ტექნიკა შეარჩიეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ გემრიელი კერძების მომზადებას და ოჯახის წევრებიც მუდამ კმაყოფილი გეყოლებათ!