თეგებით ძიება

საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორს ევროპულზე მაღალი მოგებიანობა აქვს - სებ

თანაბარი კაპიტალის თანამონაწილეობის ფონზე, საქართველო სამშენებლო მასალების სექტორი ევროპასთან შედარებით მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლებით ხასიათდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის სამშენებლო მასალების სექტორის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევაში მოყვანილი მაჩვენებლები მოწმობს, რომ საქართველოში როგორც შემოსავალი აქტივებზე (ROA), ისე შემოსავალი კაპიტალზე (ROE) მსოფლიოს და ევროპის მონაცემებზე მაღალია.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო მასალების სექტორის ოპერირებადი ქართული კომპანიების ლევერიჯისა და საოპერაციო მოგებიანობის კოეფიციენტები შესაბამისობაშია ევროპის ანალოგიურ მაჩვენებლებთან.

2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ყველაზე მაღალი მოგების მარჟით კარ-ფანჯრის კატეგორია ხასიათდებოდა (საშუალო მოგების მარჟა 46%), ხოლო მეორე ადგილზე ხელსაწყოები(საშუალო მოგების მარჟა 35%) იყო.

კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად:

2020-2023 წლებში ეკონომიკურმა აქტივობამ და ძირითადი მასალების ფასების მატებამ განაპირობა სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვის ზრდა;

სამშენებლო მასალების სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, მაღალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით;

მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის სარემონტო კატეგორიაში ოპერირებად მოვაჭრე კომპანიებზე;

სამშენებლო მასალების კატეგორიასთან შედარებით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ოპერირებადი კომპანიები ხასიათდება უფრო მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლებით;

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს მდგრადობას და მიუთითებს ზრდის პოტენციალზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა