რაც უფრო ციფრული ხდები, მით უფრო ხდები „გამჭვირვალე“
როცა საფრთხე ეკრანის მიღმაა
ციფრული ეპოქა ახალ შესაძლებლობებთან ერთად ახალ საფრთხეებსაც ქმნის. დღეს ჩვენს ყველაზე პირად ინფორმაციას ფოტოებს, მიმოწერებს, საბანკო მონაცემებს, პირად მიმოწერას ვტოვებთ მობილურსა და კომპიუტერში ისე, თითქოს ისინი უსაფრთხო სეიფებია. მაგრამ რეალობა სულ სხვაა. კიბერდანაშაული დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი საფრთხეა როგორც ადამიანისთვის, ისე ბიზნესისთვის. და როცა ამ პრობლემას ვხვდებით ხშირად არვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ.
რა არის კიბერდანაშაული?
კიბერდანაშაული ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ სისტემაზე, ქსელზე ან ციფრულ ინფორმაციაზე უკანონო ჩარევასთან.
ის შეიძლება იყოს როგორც ფინანსური (გატეხილი ბარათი), ისე ემოციური (შანტაჟი, შერცხვენა, დაშინება).
ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაულები საქართველოში:
- ფიშინგ შეტყობინებები საბანკო მონაცემებზე;
- ყალბი ონლაინ მაღაზიები და თაღლითობა;
- სოც. ქსელის გატეხვა და პირადი ინფორმაციის გავრცელება;
- კომპანიებზე კიბერშეტევა და მონაცემთა წაღება.
როგორ არეგულირებს კანონი კიბერდანაშაულს საქართველოში?
საქართველოში კიბერდანაშაულს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსი, მათ შორის შემდეგი მუხლები:
- მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა;
- მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემების უკანონო მოპოვება ან განადგურება;
- მუხლი 157 - პირადი ცხოვრების საიდუმლოების გავრცელება;
- მუხლი 180 - თაღლითობა (მათ შორის ონლაინ ფინანსური სქემები);
- მუხლი 151 - მუქარა ან შანტაჟი (მათ შორის ინტერნეტით).
კიბერდანაშაულს, როგორც კლასიკურ სამართლებრივ დანაშაულს, შეუძლია გამოიწვიოს სისხლის სამართლის დევნა, ფულადი ჯარიმები ან პატიმრობა.
კიბერდანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი - მაგრამ სამართლებრივი ინსტრუმენტების ცოდნა გადაგაქცევს პასიური მსხვერპლიდან აქტიურ დამცველად. ციფრული უსაფრთხოება იწყება შენი სიფრთხილით, მაგრამ სრულდება იმით, რომ იცოდე, რომ გაქვს უფლება, დაიცვა თავი.