თეგებით ძიება
24. 09. 2025 სახლი

როგორ აღვადგინოთ დაზიანებული პარკეტი სახლის პირობებში? - მარტივი მეთოდები

პარკეტი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ძვირადღირებულ იატაკის საფარად. შესაბამისად, როდესაც ასეთი იატაკის შეკეთების საჭიროება ჩნდება, ადამიანების უმეტესობა დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართავს. პარკეტთან მუშაობა ნამდვილად მოითხოვს გარკვეული სახის ცოდნას და უნარებს, რათა მასალა არ დაზიანდეს, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების შესრულება სახლის პირობებში, პროფესიონალების დახმარების გარეშეც არის შესაძლებელი.

ასეთი იატაკის საფარის აღსადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი და ეს მის მდგომარეობაზე, ცვეთასა და დეფორმაციის ან დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.

ზოგადად, პარკეტის შეკეთების პროცესი შემდეგ ეტაპებად იყოფა:

გეგმური რემონტი – ტარდება გარკვეული ინტერვალებით და ეს ინტერვალები საშუალოდ 3-5 წელიწადია. თუ ასეთი სახის რემონტი რეგულარულად ჩატარდება, იატაკის საფარი მწარმოებლის მიერ მითითებულ პერიოდზე მეტხანს გაძლებს.

დაზიანებული ნაწილების აღდგენა – საჭიროა, როდესაც მასალაზე ჩნდება შესამჩნევი ლაქები, ნაკაწრები და სხვა სახის დაზიანება. უფრო მეტად, ამ სახის აღდგენას მიმართავენ აბრაზიების გაჩენის დროს. რემონტის ფარგლებში აუცილებელია პარკეტის ზოლების მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა.

ძირითადი რემონტი – საჭიროა, როდესაც იატაკის საფარის სრულიად შეცვლა გარდაუვალია, მაგალითად, დატბორვის შემდეგ ან კაპიტალური რემონტის დროს. ამ შემთხვევაში ხდება პარკეტის დემონტაჟი და ახლის დაგება.

სხვადასხვა სახის დაზიანების აღმოსაფხვრელად პარკეტის შეკეთების რამდენიმე განსხვავებული გზა არსებობს:

დეფექტების და ბზარების აღმოფხვრა

ყველაზე მარტივი მეთოდი, რომელიც საშუალებას გაძლებთ, ფრთხილად და საიმედოდ მოაშოროთ ლაქები, ბზარები და ნაკაწრები, გულისხმობს სპეციალური კოსმეტიკური ნაერთებისა და ხსნარების გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ ეს მეთოდი ამართლებს მაშინ, როდესაც ბზარების სიგანე და სიღრმე 4-5მმ-ს არ აღემატება.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნაერთის ყიდვას ვერ ახერხებთ, მისი მომზადება სახლის პირობებში, ნახერხისა და ლაქის გამოყენებით შეგიძლიათ. ამ ორ კომპონენტს შორის თანაფარდობა ¼ უნდა იყოს. მიღებული მასა უნდა წააგავდეს არაჟნის მსგავს ტექსტურას.

ნარევი უნდა წაუსვათ უშუალოდ დაზიანებულ ადგილს, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი მთლიანად გამაგრდება, უნდა დაიფაროს 2 ფენად, პარკეტისთვის განკუთვნილი სპეციალური ლაქის გამოყენებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა