ბორდოშო აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფათქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
გავრცელებული ინფორმციით, დაშავებული 89 წლის ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის შედეგად მიმდებარე შენობებისა და მაღაზიების შუშები ჩაიმსხვრა. მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სასწრაფოსა და პოლიციის ეკიპაჟები.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.