"ავღანეთმა (!)500 000 დოზა ასტრაზენეკა მიიღო დღეს. უკრაინამ 12 მილიონი დოზა გუშინწინ. ჩვენთან? " - სერგო ჩიხლაძე
ჯანდაცვის ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"რუმინეთმა 840 000 ადამიანი აცრა, პოლონეთმა - 1 600 000, ესტონეთმა - 54 000. ისრაელზე, აშშ და ბრიტანეთზე არაფერს ვამბობ.
ავღანეთმა (!)500 000 დოზა ასტრაზენეკა მიიღო დღეს. უკრაინამ 12 მილიონი დოზა გუშინწინ.
ჩვენთან?
მთავრობა კომენდანტის საათის 9 საათზე დაწყებას "აპრავებს" და თან არც გამოსდით.
სკოლის დირექტორი გეგმავს თუ როგორ ააფეთქოს ვირუსი სკოლაში, რომ სწრაფად "დალოქდაუნდეს" ისევ სასკოლო პროცესი. დივერსიას გეგმავს ფაქტიურად.
მთავარი ინფექციონისტი "ანონიმკების" (ბრჭყალები ზედმეტია პრინციპში) წერით არის დაკავებული.
ერთერთი მთავარი ეპიდემიოლოგი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც შველას ითხოვენ, მესაცივეებს ეძახის. არადა, ეს მესაცივეები აფინანსებენ მის ხელფასს და პრემიებს.
კოვიდ მილიარდები რაში დახარჯა მთავრობამ ისევ არ ვიცით.
პანდემიის მართვის გეგმები ისევ არ გვაქვს, განსაკუთრებით "გახსნის" პირობებში.
ეკონომიკური ზრდის ტემპით და არსებული პოლიტიკით ესტონეთს 2111 წელს დავეწევით, ხოლო უფრო განვითარებულ ქვეყნებს XXIII საუკუნეში ( ოღონდ ამ დროს ისინი XXV საუკუნეში იქნებიან).
ხოდა, გავჩუმდეთ და ვუკრათ ტაში ხელისუფლებაში მოკალათებულ მავნებლებს (დიახაც მავნებლებს)!", - წერს ჩიხლაძე.