"დედაჩემს ურეკავენ, დანაშაული ჩაიდინაო, არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა" - ირაკლი კუპრაძე
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კუპრაძე "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო, დააჯარიმეს. ამის შესახებ კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
"კომენდანტის საათის დარღვევის გამო დამაჯარიმეს.
შსს ადგა და დედაჩემს ურეკავენ ბათუმში, თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა და მისი ტელეფონის ნომერი მოგვაწოდეთო. არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა.
ჩემი ნომერი შსს-ს ბაზაშიც აქვთ და ბატმა და ღორმაც იცის, თბილისიდან ბათუმში ოჯახებში რეკვა, რა ტრენდია ასეთი ამორალური, რომელსაც ვერ მოეშვით!
#დოქსოპულო
პ.ს. დამირეკეს და ხვალ პოლოციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე", - წერს კუპრაძე ფეისბუქზე.