ყველა, ვინც მხარს უჭერს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, მხარს უჭერს ფულის უნიტაზში რეცხვას ან მტრის ინტერესებზე მუშაობს - ზურა ჯაფარიძე
თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ შეიძლება “გირჩის” დახმარებით ჯარიდან თავის არიდების პროგრამა რუსული გეგმის ნაწილია, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პასუხობს.
“სავალდებულო სამხედრო სამსახური ძვირი და არაეფექტურია შედარებით ნებაყოფლობით სისტემასთან.
ყველა ვინც მხარს უჭერს ამ სამსახურის სავალდებულო კომპონენტის შენარჩუნებას, მხარს უჭერს, რომ ღარიბმა ქვეყანამ, რომელსაც ოკუპაციის პრობლემა აქვს, გააგრძელოს ფულის უნიტაზში რეცხვა.
ანუ ან არ ესმის საგანი (უფრო ზუსტი შეფასებაც შეიძლება) ან მართლა მტრის ინტერესებზე მუშაობს”, – წერს ზურა ჯაფარიძე.