ოცი თეთრი უგდია მთლად, სად აქვს ფული - სკოლის მოსწავლეებმა მეეზოვეს დასცინეს (ვიდეო)
ფეისბუქგვერდი “Georgian-ქართველი” ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ დასცინიან გოგონები, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეები, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს.
“ეს ქალბატონი,რომელსაც დასცინით და მასხრად იგდებთ, “ქართველებო”, დილის 5 საათიდან თქვენს ჩაბინძურებულ ქუჩებს ასუფთავებს. ყველამ გააზიარეთ _ სახალხო სირცხვილი მათ!!!” _ წერია გვერდზე.