თეგებით ძიება

სახლიდან ჩართული გათბობის ქვაბი მოიპარეს! - ქურდობა საბურთალოზე

თბი­ლის­ში, ოჯა­ხი­დან ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის ქვა­ბი მო­ი­პა­რეს, რო­მე­ლიც ჩარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ინფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ლონ­გუ­რაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რომ­ლის ოჯახ­შიც ქურდო­ბის ფაქ­ტი მოხ­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გათ­ბო­ბის ქვა­ბი სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან მოიპარეს.

"სახ­ლი­დან მოგვპა­რეს გათ­ბო­ბის ქვა­ბი!

ჩარ­თუ­ლი! თბი­ლი­სი, სა­ბურ­თა­ლო, 2021 წელი. 9 თე­ბერ­ვა­ლი... არა­ფე­რი არ ვიცი, რო­გორ, რა­ნა­ი­რად, რა დროს. ფაქ­ტია რომ იცი­ან საქ­მე, იმი­ტომ რომ ჩარ­თუ­ლი იყო ქვა­ბი და ჩახ­სნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ღამე მოხ­და და და­ე­ლოდ­ნენ კო­მენ­დან­ტის დას­რუ­ლე­ბას და მერე წა­ვიდ­ნენ" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხ­ლით დაიწყო, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა