ბაიკერები ქალაქის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობას მართავენ
დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციაზე დღესაც შეიკრიბნენ. ბაიკერები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ წუთებში დაიძრნენ. ისინი გეგმავენ, მთელი ქალაქი შემოიარონ, საბოლოოდ კი პარლამენტთან მივიდნენ.
დღევანდელი გეგმაა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც არც თუ ისე აქტიურად არიან ჩართულები ამ მოვლენებში, არ არიან საკმარისად ინფორმირებულები და ჯერ კიდევ მერყეობენ, რომელი პოზიცია დაიკავონ, გვინდა, მოვუწოდოთ, რომ გამოვიდნენ. ეს იქნება გაცილებით დიდი მარშრუტი. ქამდე ცენტრალურ მიდამოებში გვიწევდა ხოლმე რაიდების მოწყობა, ხოლო ახლა უკვე იქნება ქალაქის პერიფერიებშიც, საღამოს კი ისევ შევიკრიბებით რუსთაველზე, - ამბობს აქციის მონაწილე.