"ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახის გულისტკივილს" - კახა კალაძის სამძიმრის წერილი
თბილისის მერი, კახა კალძე ქართველი მეცნიერის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო, ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გამოაკლდა საქართველოს თამაზ გამყრელიძის სახით.
იგი იყო საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
ფასდაუდებელია ბატონი თამაზის პედაგოგიური ღვაწლი ფილოლოგთა მრავალი თაობის აღზრდაში.
ვწუხვარ და ვიზიარებ თამაზ გამყრელიძის ოჯახის, მისი მეგობრების, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების დიდ გულისტკივილს", - წერს კახა კალაძე ფეისბუქზე.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე დღეს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.