თეგებით ძიება

"ძალიან გამიჭირდა ამის მოწერა, მაგრამ ეგებ დაგვეხმაროთ"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ძირითადი საქმე ვერ არის და შესაძლებლობაც ძნელად წვდება ყველას, არის წერილები, რომელსაც ,,ფეხს წამოვკრავ" ხოლმე, გზას ვეღარ ვაგრძელებ და ავტორის თხოვნითვე, გიზიარებთ. ასეთი წერილები შეჭირვებული ადამიანებისაა, ოღონდ ისინი დიდწილად წიგნებს ითხოვენ, საჭიროება კი უამრავი აქვთ. ბუნებრივია, ღიად არც დედის სახელს გაგიმხელთ და არც შვილისას. წიგნებს მეც გავწვდები, სხვა მხრივ კი, ვისაც სურვილი აქვს დახმარების, კომენტარად აღნიშნოს ან პირადად მომწეროს და უშუალოდ წერილის ავტორთან დავაკავშირებ. აი, ამ წერილის:

"ჩემმა გოგონამ გუშინ სასიამოვნოდ გამახარა. წიგნების მაღაზიაში მთხოვა შესვლა. ჩანთიდან თავისი ბავშვობის სათამაშო, რეზინის დათუნია ამოაძვრინა, რომელიც ადრე ყულაბად გადავაკეთეთ. დაგროვებული ხურდებით დაბადების დღეზე ლილოში სასურველი სათამაშოთი ისაჩუქრებდა ხოლმე თავს. გამიკვირდა, ჯერ არც დაბადების დღე ჰქონდა და არც საჭირო თანხა, ახალი ოცნება რომ აესრულებინა. ამაყად შემომხედა, წიგნები უნდა ვიყიდოო. ვიცოდი, მისთვის სერიოზულზე ამბობდა უარს. თავი არ დამანება, შენ არ მიყიდო, ამის საშუალება არ გაქვსო. ცოტა კი შემრცხვა, 10 წლის ბავშვისთვის ნამდვილად ადრეა ოჯახურ პრობლემებზე ფიქრი. არადა, რაც ჩვენ გადავიტანეთ ბევრ ზრდასრულ ადამიანს გაუჭირდებოდა ყველაფრის გააზრება, სიცოცხლის ხალისის შენარჩუნება. ჩემი პრინცესა ჩემთვის მხოლოდ ნათელი მზე არ არის. ის უძლიერესი პირონებაა, 21-საუკუნის ნამდვილი გმირი. 11 წლის წინ გავიგე, რომ მალე დედა გავხდებოდი. მარტოხელა დედა. ამდენ ნერვიულობაში 8 თვიანი, 1600კგ. დაიბადა. პედიატრმა განაჩენი გამოგვიტანა, ცერებრული სტატუსით და გონებაჩამორჩენილი იქნებაო. მე და დედამ სახლი გავყიდეთ, ნაწილი თანხა მის მკურნალობას მოვახმარეთ, დარჩენილით კი დევნილისგან ბინა შევიძინეთ. ეს ბინა ახლა კატასტროფულ მდგომარეობაშია.

რთულია მარტო ქალმა მოხუცს და ბავშვს მოუარო. ვერც მუშაობას ვახერხებ. იძულებული ვართ სამივემ სოციალური შემწეობის 170 ლარით გავიტანოთ თავი.

სისტემატიურად ბინაში ტალახიანი წყლის ნიაღვარი გვეჭრება. გაგვინადგურდა იატაკი, ავეჯი. ჩვენი იატაკის აწევა, გამოცვლა და ეზოში პრევენციული სამუშაოების ჩატარება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორც გვიხსნიან კანონი სახელმწიფოს უფლებას არ აძლევს ბინაში შესაბამისი სამუშაოები განახორციელოს. ასე ვართ ორ ცეცხლს შუა გამოკიდებულები. დამპალ იატაკზე ცხოვრებისგან რამდენჯერმე მენჯში სითხე ჩაუდგა, აქვს ალერგიული და ასთმური პრობლემები, თუმცა მაინც სულ წიგნებისკენ მიუწევს გული. ახლა ერთი წიგნის ორი ტომი აქვს და მესამესთვის ყულაბაში ფულის აგროვებას ელოდება. ძალიან გამიჭირდა ამის მოწერა, მაგრამ ეგებ დაგვეხმაროთ", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა