ამოხადეთ სული მანამ, სანამ ყველაფერს არ ამოყიდით გაჭირვებულ ხალხზე და არ მოიხმართ 8 მილიონ ხელთათმანს - ხატია სიჭინავა
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო პროტესტში და მთავრობას რეგულაციების მოხსნისკენ მოუწოდებდა, ხელისუფლებას მიმართავს:
"ჩემი შვილი, რომელიც საოცარი სიხარულით ელოდება ორშაბათს, რომ სკოლაში წავიდეს, (მოსამზადებელზეა) ჩვენმა ბავშვების მდგომარეობით "შეწუხებულმა" საქართველოს მთავრობამ სახლში დატოვა!! რადგან გადაწყვიტა, რომ მოსამზადებელი ბაღს ეკუთვნის!! ვიცი ბევრი ხართ უბაღობით შეწუხებული და ბევრიც მწერთ, მაგრამ ამჯერად გელოდებით, თქვენ როდის ამოიღებთ ხმას !! მე გამოსავალს ვიპოვი, რომ ჩემს შვილს ორშაბათს გული არ დავწყვიტო და არ ავატირო!!!
ხოლო თქვენ, 8 მილიონის ხელთათმანს სანამ არ მოიხმართ, სანამ ყველაფერს არ ამოყიდით გაჭირვებულ ხალხზე, მანამდე ამოხადეთ სული !!! ალბათ რისი ღირსიც ვართ, იმას ვიმსახურებთ", - წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.