ერთი თქვენი დედაც . . . და მეორე იმისი, ვინც თქვენ ქართული მიწა მოგყიდოთ-თქო - ვინ არ მიყიდა მიწის ნაკვეთი ირანელებს
სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი შუშანაშვილი, რომელიც თიანეთში მიწის ნაკვეთს ყიდის, თავს გადახდენილ ისტორიას იხსენებს, თუ როგორ უთხრა ირანის მოქალაქეს მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე უარი.
"თიანეთში ვყიდი მიწის ნაკვეთს ხოდა დღეს დამირეკეს და ისეთი ფასი შემომთავაზეს ემოციები ვერ შევიკავე( მეთქი აეეე).
ხვალ წავიდეთ და გადავიფორმებო მეუბნება ქართულად. აქცენტით ძალიან ცუდად მოსაუბრე პიროვნება ტელეფონში.
კმაყოფილებისაგან ნეტარებას ვიყავი მიცემული, რომ დაამატა ირანის მოქალაქე ყიდულობს და მე თარჯიმანი ვარო და სად შევხვდეთო . . .
ასე სამი წამი ფიქრებით გავყიდე წინაპართაგან სისხლის ფასად დაცული მიწა-წყალი და როდესაც ნეტარების ბურუსისაგან თავის დაღწევა შევძელი ვუთხარი, ერთი თქვენი დედაც . . . და მეორე იმისი ვინც თქვენ ქართული მიწა მოგყიდოთთქო.
ახლა სიამაყის ნეტარებით ვარ გამსჭვალული და ფინანსურ ნეტარებაზე უკეთესი გამოდგა. პ.ს მიბაძეთ გიორგის გიორგი ჭკვიანია", - წერს შუშანაშვილი სოციალურ ქსელში.