თეგებით ძიება

ჩაფანჩატურდნენ, სხვაგვარად პარლამენტში მოხვედრის შანსს ვერ ხედავენ - ამირან სალუქვაძე

პარლამენტში ერთჯერადად შესვლისა და უბარიერო პროპორციული სისტემის შემოღების ინიციატივას სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ეხმაურება. მისი თქმით, ნულოვანი ბარიერი არის მავნე ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის, რადგან ახალისებს არა პარტიების გამსხვილებას იდეოლოგიების და ღირებულებების, შესაბამისად პროგრამების მიხედვით, არამედ ერთკაციან პარტიებს.

“როგორი შიში აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ნულოვან ბარიერს ითხოვენ. ისე ჩაფანჩატურდნენ, სხვაგვარად პარლამენტში მოხვედრის შანსს ვერ ხედავენ”. – წერს სოციალურ ქსელში სალუქვაძე.

მისი განცხადებით, ის რომ 1%-ანი ბარიერის პირობებში 9 პარტიამ გადალახა ბარიერი, სრულებით საკმარისია.

“რა გვსურს, 20-30 პარტია პარლამენტში? რაღამც ასე დაჩაჩანაკდნენ, 1-2% საკმარისია. 3%-ზე არ წავლენ, თორემ ოპტიმალურად მიმაჩნია. რაც შეეხება რესპების შეთავაზებას, პარლამენტში ერთჯერადად შესვლის შესახებ, ერთჯერად პარტიებს შეუძლიათ ერთჯერადად შევიდნენ, როცა ერთჯერადი ნივთების შესახებ კანონპროექტებზე იქნება ხოლმე მსჯელობა” – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა და ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა