"იმ მრავალ უცნაურობათა და მტაცებლობა/გოიმობათა შორის, რაც ქვეყნის სტილად იქცა, სულ მინდა ეს აღვნიშნო..." - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"რა მაგის პასუხია და იმ მრავალ უცნაურობათა (რბილად რომ ვთქვათ) და მტაცებლობა/გოიმობათა (ადეკვატურად რომ შევაფასოთ) შორის, რაც ქვეყნის სტილად იქცა, სულ მინდა ეს აღვნიშნო და ხან თავს ვიკავებ, რადგან, მათი ბრალი არაა, ვინც გვთავაზობს, დაავალეს და არ მინდა მათ "მოხვდეთ" ეს ნეგატივი, ხანაც მეზარება უბრალოდ, ხოდა ახლა ვიტყვი, თქმის ხასიათზე ვარ: არსად მსოფლიოში ეგეთი რამ არ ხდება, აფთიაქში წამლების "გასინჯვას" გთავაზობდეს ვინმე და გატენიდეს რაღაც ფერად-ფერად, ნაირ-ნაირ პრეპარატს, თუნდაც სულ პლაცებო და სულ არაფერი იყოს თვისებრივად და არ გაზიანებდეს. ჯერ ფასები როგორიცაა ამ საცოდავ ქვეყანაში, ეგ ხომ იცით და არ გესწავლებათ და ელემენტარული საჭიროების პროდუქტზე საშუალოდ 120 ლარს რომ ტოვებ აფთიაქში და პარალელურად თავბრუს რომ გახვევს მოლარე - ამას ხომ არ იგემებდით? იმას ხომ არ ინებებდით? სამჯერ მოვითმინე, მეოთხე შეთავაზებაზე კი გამოვხატე, იქნებ შემეშვათმეთქი, რათქმაუნდა, ხუმრობით და სიცილით, მაგრამ ეს სასაცილო არაა. განსაკუთრებით მოხუც ადამიანებს ისედაც ახასიათებთ ასაკობრივი ჰიპოქონდრია, რომელიც მათი ფარული შიშის სიმპტომია და ქვეცნობიერად დაეძებენ ელექსირებს და ზედმეტი პრეპარატის მოხმარების ტენდენცია აქვთ, ჯანმრთელობის "გაუმჯობესების" მიზნით. მოკლედ, თუ ვინმე სწორად გაიგებს რაც ვთქვი და თანაც არ "დაიკიდებს," ხომ კარგი და თუარადა, იყოს ეს ჩვენი ქვეყნის ერთერთი "სტილი", კამფეტებივით (ვიცი კანფეტი რომ ჰქვია, არ შეწუხდეთ) შემოგტენონ წამლები", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.