"ნარკოდილერების და ნარკოქსელის “კრიშას” გადაეცით, ბოზების პარტია იმიტომაა, რომ - ვის მიმართავს იუნა შაფათავა?
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი და ბლოგერი, იუნა შაფათავა ჟურნალისტ ელისო კილაძეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ნარკოდილერების და ნარკოქსელის “კრიშას” გადაეცით - ჩემი პოზიცია ადამიანობას და საქართველოს ბედნიერებას ემსახურება.
ჩემი პირადი სიმპატიები ამა თუ იმ პიროვნების მიმართ, სრულიად არ ნიშნავს, რომ ოდესმე მკვლელებს, კაცების გამაუპატიურებლებს, ხულიგნებს, კანონიერ ბანდიტებს გავამართლებ. ეს არასოდეს მოხდება. პირიქით.
რაც დრო გადის, ვიზრდები და ჩემი კონტაქტებიც იზრდება, საერთაშორისო დონეზე.
საქართველო უნდა იყოს ბედნიერი, იმისგან დამოუკიდებლად, რა გვარის ადამიანი და “პარტია” ეყოლება სათავეში.
ბოზების პარტია კი იმიტომაა, რომ თანაგრძბობას უცხადებენ თქვენნაირ გარეწრებს და ბოლო არ მოუღეს ნაც ფსიქოზს - არ ჩამოათრიეს თქვენი ბელადი ყურებით და მელიას მსგავსი იდიოტი - მელიას ბაგაჟი და “ვაჟკაცობა” ყველამ ვიცით, მეგობრებიც კი გაემიჯნა, ისეთ არაადამიანობას სჩადიოდა და უფლებამოსილების სისასტიკით გადაჭარბება. მისი ცხოვრების სადიზმის სიამოვნებაა-კერძოდ, მარტივი ენით- სიამოვნებით მონაწილეობდა უსუსური ხალხის წამებაში.
გინდიდათ ამის გაგება? კანონი ყველასთვის კანონია და ელისო კილაძის მწირი “ინტელექტი” თუ მას ასეთი შეიძლება ეწოდოს - ვერ ჩაწვდება ჩემი სუფთა პატრიოტიზმის და წინადადებების სიღრმეს. ელისო კილაძე ცეცხლისწამკიდებელია ქუთეისის ბაზარზე, სხვას ვერ გაწვდა. ისევე, როგორც მისი მხარდამჭერი არხი პირველი; და მისი ნარკოდილერების მფარველობა ღუპავს საქართველოს.
მეტს ილაპარაკებთ, ჩემი განხილვით, მეტს მოვყვები.
რაც შეეხება გახარიას - არასოდეს დამიმალავს მის მიმართ პირადი სიმპათიები; მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შევხვედრილვარ. მჯერა მისი პატიოსნების და იმ ჭორებს არ ვიზიარებ, რომ “გადაირბენს” დასასჯელ მკვლელთა ბანაკში. მჯერა, პირიქით, თავის ინტელექტუალურ პოტენციალს ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარს.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს: ირაკლი ღარიბაშვილთან ოჯახის ნათელმირონი გვაკავშირებს, არ დავკონკრეტდები, მე კი ოჯახს არ ვყიდი.
მე შეიძლება არ მომწონდეს ვინმეს პოზიცია და ვთქვა ხმამაღლა, რადგან ჩვევაში აქვთ ადამიანის გაშავება და გასვრა, შორიდან, საკუთარი ინტერესებისთვის, “ამალას”.
მაგრამ არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ მე სამშობლოს სამსახურს; ხალხის აზრს; ხალხის ბედნიერებას გადავაბიჯებ საკუთარი ინტერესების გამო.
არც ოჯახს ვყიდი, არც ვიყიდები, არც სამშობლოს ჩავაბარებ უვარგის კადრებს.
ელისო კილაძეს არ ვთვლი ოპონენტად და სერიოზულ “ძალად”. რადგან ადამიანი და სამართლიანობა, ხალხის წამების მხარეს არ დგას. სისხლის მხარეს არ დგას.
საკუთარი ტრაკის გადარჩენას არ ემსახურება.
მე სულ ვიდგები ნეიტრალურ ხაზზე და ჩემს აზრს დავაფიქსირებ.
მე მიყვარს ჩემი და, რომელსაც “გავემიჯნე”, სხვისი გაგებით, რომ მისი პროფესიონალური კარიერისთვიდ ხელი არ შემეშალა.
ჩემი თავისუფალი აზროვნება - დამოუკიდებელი პარტიებისგან და მლოკველებისგან, - იმის პირობაა, რომ მე არასოდეს ვიტყუები; არც არავის მხარეს ვარ.
დავტოვე საქართველო, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილიყო დამოკიდებული ქართულ ფეხისწამოკვრებზე; პირად დამოკიდებულებაზე; ბლატზე.
და მე კი ნამდვილად შემეძლო, მესარგებლა ჩემი უაღრესად პრივილიგებური პოზიციით, რაც არ გამიკეთებია და არასოდეს გავაკეთებ.
მე არ მსურს, ჩემს წარმატებას ვუმადლოდე ან ვაკავშირებდე ვინმეს სახელს, ვინც არ უნდა იყოს და რა საპატიოც - და ვინმეს ჩრდილში ვიარო.
ძალიან გთხოვთ, თქვენი ვიწრო აზროვნების აღქმით ნუ დებთ “ანალიზს” ჩემზე. არ შეგწევთ უნარი.
სამშობლო ღმერთია და რწმენა!
სამშობლოს და ხალხის ბედნიერებაა ჩემი მამოძრავებელი ძალა და მას არ დავშლი ცალკეული პიროვნებების ნაწილაკებად.
პ.ს. სქრინი ჩემი არაა, ჩამიგდეს.
მე არ ვუთანაგრძნობ არც ერთ პარტიას; ვგმობ ძალადობას და არ ვეთანხმები კადრების არჩევანს, საეჭვო რეკომენდაციებით. კადრები უნდა შეირჩეს პროფესიონალური ბექგრაუნდის და დადასტურებული წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, რაც არ ხდება არც ამ მთავრობაში, არც იქამდე.
იმედია უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია შეიცვლება და ყველა კადრი საქართველოში - სკოლა იქნება; ბაგა-ბაღი; საავადმყოფო; სამსდიცინო სფერო; განათლება; კომუნიკაცია; სოფლის მეურნეობა; ეკონომიკა თუ მთავრობა - შეირჩევა მკაცრი და მიუკერძოებელი კონკურსების საფუძველზე.
ასე რომ, ელისო კილაძე, ჭორებით ნიუსს ვეღარ შექმნით და რეპუტაციას სხვისი დაბინძურების ხარჯზე ვეღარავინ შეიქმნის. მხოლოდ პირადი დამსახურებით და ხალხის პატივისცემით.
წარმატებები ჩემს სამშობლოს, ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.
ირაკლი ღარიბაშვილს, გვსურს თუ არა, აქვს დიდი ხნის და დადასტურებული წარმატებული გამოცდილება ბიზნეს სექტორში; საქველმოქმედო სექტორში; სამთავრობო მართვის სექტორში;
გახარია მე მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ რუხი კარდინალი იყო და მოულოდნელი სიურპრიზები საკმაოდ მოსალოდნელი იყო მის მიმართ და მისი მხრიდან.
ირაკლის მოყვანა ამ ეტაპზე იყო ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება....
წარმატებებს ვუსურვებ ღარიბაშვილს და საქართველოს.
გახარიას ველი, უფრო ძლიერს და უფრო დიდი მისიებისთვის", - წერს იუნა შაფათავა ელისო კილაძის პოსტის საპასუხოდ.