თეგებით ძიება

არ არსებობს მამაკაცზე საცოდავი არსება, ტიპი მინისტრია, ასეთი სირ***ბისთვის სადა სცალია - ალეკო შუღლაძე

მწერალი ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს:

"ქალს სია არ სჭირდება, 20-დან 25-მდე დასახელების პროდუქტის ყიდვა ყოველგვარი შპარგალკის გარეშე შეუძლია. შიგადაშიგ კონსულტანტებსაც ისე აყენებს სმენაზე, რომ სია თავიდან არ უვარდება, პირიქით, პერსონალის დატუქსვისას ქალს ახალ-ახალი საყიდლები ახსენდება.

არ არსებობს მამაკაცზე საცოდავი არსება. მამაკაცმა სია რომ დაკარგოს, ეგრევე გაფუჭდება. 10 პროდუქტიდან ზეპირად შეიძლება სულ სხვა რამ გაახსენდეს, რაც სიაში არ ეწერა და ოჯახს საერთოდ არ სჭირდება.

მამაკაცმა არ იცის, რა ზომის ტანსაცმელს ხმარობს. არ იცის, რა ფერი მოსწონს და ხელოვნურს სინთეტიკისგან საერთოდ ვერ ანსხვავებს.

მამაკაცი ყიდულობს პირველივე პურს, რომელიც ყველაზე ახლოს დევს. იქვე შესასვლელში იატაკზე რომ ეგდოს, იმას აიღებს.

მე ვიცნობ კაცს, რომელსაც ცხოვრებაში ჩაი არ დაუსხამს საკუთარი თავისთვის.

მამაკაცი წარმოუდგენლად ვერ ცნობს მწვანილებს. ოხრახუში ქინძი ჰგონია. ნიახურის არსებობა საერთოდ არ იცის. თუ აიჭრა და გაფსიხდა, მერე კამასაც ვერ ცნობს. ერთ რამეს ცნობს, იმას, რაც არ უყვარს - ჭარხალს.

მამაკაცმა არ იცის, მისი შვილი რომელ კლასშია.

ბუნდოვნად ახსოვს, რომ ბიოლოგია და ქიმია სხვადასხვა რამეა, მაგრამ სკოლის წიგნებში ეს ორი ერთმანეთში მაგრად ერევა. კიდევ კარგი ცოლი ჰყავს.
- ალო, ნინო, აი, შემოვედი და ვერ გავიგე, რა დამაბარე: ბიოლოგია დამაბარე თუ ქიმია? გაატრაკეთ რა, მცალია ახლა მე ამისთვის?

ტიპი მინისტრია, ასეთი სირობებისთვის სადა სცალია?!

რა საოცარია, მამაკაცმა არ იცის, მისი შვილი რომელ კლასშია!!!

უფრო მეტი, ჰკითხეთ, მამაკაცს რამდენი წლისაა მისი ბავშვი... დიდხანს იფიქრებს, გათვლის-გამოთვლის და არასწორად გიპასუხებთ.

ახლა წარმოიდგინეთ დედა, რომელმაც არ იცის თუ რომელ კლასშია მისი შვილი. ვერ წარმოიდგინეთ, ხო? ვერც წარმოიდგენთ.

მე ეგრე არ ვარ. მე ვიცი, რომ მჭირდება ტრიპლექსამი 10/2,5/10. აი, ჩემ გვერდით მდგომი მამაკაცი კი ვერ იხსენებს დოზას. უფრო მეტიც, დოზას როგორ გაიხსენებს, როცა წამლის დასახელება აქვს დავიწყებული. გამაოგნებელია, არც ავადმყოფობა ახსოვს, რაზეც მკურნალობს.

მას ახსოვს, რომ აფთიაქში უნდა შესულიყო და ასეც მოიქცა. მეტს ვეღარ იხსენებს. ახლა დგას და იმეორებს, რომ ყუთი იყო მოგრძო, მოწითალო და ზოლებში... უცბად სახე უნათდება, წამლის ერთი ასო ახსენდება: „ბ“.

ქალებს ორ რამეში ვჯობნით: სმაში და შოფრობაში", - წერს ალეკო შუღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა