თეგებით ძიება

არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და ჩემი პოლიტიკური დევნა - ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მას ირაკლი ღარიბაშვილმა კრიმინალი უწოდა.

"US Embassy Tbilisi, Georgia
European Union in Georgia
Nino Lomjaria
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმეული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?", - მიმართავს ნიკა მელია სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ნიკა გვარამიას კრიმინალი უწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა