"უზომოდ ბედნიერი ვარ, უამრავი მადლობა ანიტას ასეთი სიყვარულისთვის" - ანიტა ფაცაციას ბებია
ანიტა ფაცაციას, ბებია თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"როგორ მიყვარს, როცა მადლობას ვუხდი ადამიანებს, რადგან ამ დროს ბედნიერი ვარ და გული სითბოთი მაქვს სავსე. ამჯერად ისევ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ მისი ინიციატივით პრეზიდენტის რეზიდენციამ ანიტას ლექსების კრებულის საკმაოდ დიდი პარტია შეიძინა. ამიერიდან ქალბატონი სალომეს მეშვეობით ჩემი გოგო უამრავ საინტერესო ადგილას დაიდებს ბინას.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ Nino Tabize -ს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დამეხმარა ხმა მიმეწვდინა ქალბატონი სალომესთვის, როცა ანიტა ავსტრიაში იყო და არც ახლანდელი სასიამოვნო ამბავი არ მომხდარა მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე.
უზომოდ ბედნიერი ვარ, უამრავი მადლობა ანიტას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს თამუნა გლურჯიძე ფეისბუქზე.
ანიტა ფაცაციას, ბებიამ, შვილიშვილის გარდაცვალების წლისთავზე, ლექსების კრებული – „მოფერება ლექსებად“ უძღვნა.