"დღეს ნუცა მომიკვდა" - მაია ასათიანის ემოციური პოსტი
თოქშოუ "პროფილის" წამყვანი, მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"დღეს ნუცა მომიკვდა" - წერს ასათიანი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ და გარდაცვლილი შვილის სურათს აქვეყნებს.
ტელეწამყვანი მაია ასათიანის ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე 18 წლის ასაკში 2017 წელს მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.