"სუს-მა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა " - ნიკა გვარამია ახალ ინფორმაციას ავრცელებს
"მთავარი არხის" დამუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში "ნაცმოძრაობას" და მის თავმჯდომარეს მიმართავს:
"ამბავი კი ასეთია:
დანამდვილებით ვიცით, რომ სუსმა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა. ნაწილი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ძალადობაზე, სისხვლიღვრაზე. ხოლო მეორე ნაწილი აკეთებს ამის აუდიო-ვიდეო გადაღებას და შემდგომში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ და შტურმის გასამართლებლად. აგენტებს ტექნიკა ტანზე აქვთ. მატი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ ვიდეოგადაღება მათი ტექნიკური აღჭურვილობის და ასევე გადაიღეთ მათი დაკითხვა.
სასწრაფოდ მიმართეთ შესაბამის ზომებს მათი გამოვლენის და ნეიტრალიზაციის მიზნით", - წერს გვარამია ფეისბუქზე.