თეგებით ძიება

"მქონდა კონსულტაცია თბილისში და მხარს ვუჭერ მათ ინიციატივას..." რას წერს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქარტველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მე მქონდა კონსულტაცია ჩვენს ოფისში გამაგრებულ ჩემს მეგობრებთან თბილისში და მხარს ვუჭერ მათ ინიციატივას, რომ მოიწვიონ ოფისში უცხოური საელჩოების დიპლომატები და ასევე ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი
იარაღი ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის. მხოლოდ შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი

პარტიის თავჯდომარეს და საკუთარ ოფისს და რომ ყველანაირი შემდგომი სპეკულაცია ამ თემაზე უნდა იყოს წინასწარვე გამორიცხული.

რათა ასევე მოვუსპოთ შესაძლებლობა უზურპატორ და პროვოკატორ მთავრობას - პროვოკაციის მოწყობის, ჩადებული იარაღის ან რამე სხვა საბრძოლო მასალის გამოყენების.", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა