თეგებით ძიება

ეს იყო პროფესიონალიზმის დემონსტრირება, სპეცოპერაცია შესრულდა უმაღლეს დონეზე - ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:

"სპეცოპერაცია დაიგეგმა და შესრულდა უმაღლეს დონეზე! ისე, რომ ნაცებს თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნიათ! უსისხლოდ! ყველა ნორმის, სტანდარტის და კონვენციის დაცვით!

ავეჯს და ოფისს თვითონ ნაცები ლეწავდნენ, ყოველ შემთხვევაში ტელევიზიით ასე ჩანდა! აგრესიულად იქცეოდნენ მხოლოდ ნაცები! შსს-ს თანამშრომლებს მოთმინებისთვის და გაწონასორებულობისთვის პრემიები!!!

- ეს იყო პროფესიონალიზმის დემონსტრირება! მე დარწმუნებული ვარ დასავლეთის ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ ქვეყნებსაც კი შეშურდებათ!

- ერთი წამით წარმოიდგინეთ ეს რომ ნაცების დროს ყოფილიყო რა მოხდებოდა?! გახსოვთ 7 ნოემბერი? 2009 წლის გაზაფხულის პერიოდი და საკნების ქალაქი? გახსოვთ 26 მაისი?! დალეწილი ეკლესიები გახსოვთ?! ხმას როგორ იღებთ თქვე გოშიებო?!

- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შსს! მადლობა პრემიერს! მადლობა შსს-ს მინისტრს!", - წერს ლადო სადღობელაშვილი.

ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა