არ გინდათ სიმშვიდე? არ გინდათ სამართლიანობა? ძალიან დამღალა იაფფასიანმა პოლიტიკურმა წარმოდგენებმა - გოგა ჩანადირი
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სოცლიარურ ქსელში ეხმაურება:
"პირადად მე ძალიან დამღალა იაფფასიანმა პოლიტიკურმა წარმოდგენებმა.
თან, ეს ყველაფერი უგემოვნო და რაც მთავარია, უსარგებლოა.
ძალიან დამღალა ერთი და იგივე ადგილის ტკეპნამ და ჩაკეტილ წრეზე სიარულმა.
ძალიან დამღალა გაუთავებელმა ძიძგილაობამ, დაძაბულობამ და ვითარების განგებ დრამატიზებამ.
არ გინდათ სიმშვიდე?
არ გინდათ სამართლიანობა?
არ გინდათ ქვეყნის განვითარება?
არ გინდათ უკეთესი ცხოვრება?", - წერს ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.