"ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე დახვრიტეს" - პერფორმანსი ერევანში (ვიდეო)
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და მისი მეუღლის დახვრეტის ინსცენირება მოაწყვეს.
როგორც ვიდეოში ჩანს, თვალახვეულ ქალსა და მამაკაცს, რომელიც სომხეთის პრემიერს და მის მეუღლეს განასახიერებენ, ავტომატიანი მამაკაცი ცეცხლს უხსნის და ხოცავს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. აქციის მონაწილეები ღამეს პარლამენტთან ათენებენ.