ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მორჩილ ადამიანს მოძებნის, არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილი იყოს - ეკა ბესელია
"ქართული ოცნების" მიერ საქართველოს პრეზიდენტად წარსადგენი ახალი კანდიდატურის ფონზე, პარტია "სამართლიანობის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარსარდლის კანდიდატად უკიდურესად მორჩილ პიროვნებას დაასახელებს.
მთავარი ნიშანი, რომლითაც ის შეარჩევს კანდიდატს, უნდა იყოს უკიდურესად მორჩილი. არავითარი სიურპრიზები არ უნდა იყოს მოსალოდნელი მომავალში. თავად შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მაშინ უნდა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა. რაღაც ექსპერიმენტებს არ ჩაატარებს და თუ თავად არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ძალიან ვიწრო წრეში მოძებნის საიმედო ადამიანს. არ არის გამორიცხული, რომ ეს ღარიბაშვილი იყოს. ამ პროცესში ყველაფერი ფორმალობა იქნება", - ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.