"ზრდის ჰორმონის გამოყენება დაუშვებელია, კატეგორიულად აკრძალულია" - ზაზა თელია
ზრდის ჰორმონის გამოყენება დაუშვებელია, კატეგორიულად აკრძალულია, - ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს:
"2019 წლის პროტოკოლი - ენდოგენური ზრდის ჰორმონის (GH) დონის შემცირება ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად ფიზიოლოგიურია და დაბერების ნორმალურ ნაწილს წარმოადგენს.
ზრდის ჰორმონის გამოყენება დაუშვებელია, კატეგორიულად აკრძალულია:
1. დაბერების საწინააღმდეგოდ (anti-aging);
2. სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად
3. კუნთის ჰიპერტროფიისათვის (მასის გასაზრდელად)
მაგალითისთვის აშშ-ში ზრდის ჰორმონის (GH) ამ მხრივ გამოყენება დასჯადია და პატიმრობას ითვალისწინებს.
https://www.medscape.com/viewarticle/922195...
ჩვენთან რა ხდება?
ძალიან ხშირად ვხვდებით რეკომენდაციას GH-ის გამოყენების თაობაზე სხვადასხვა ტრავმებზე სამკურნალოდ, სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად და ბოლო პერიოდია დაბერების საწინააღმდეგოდაც
მეტიც მობილურში აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ტესტოსტერონის და ზრდის ჰორმონის შემცველი დანამატების შეძენა, არაფერს აღარ ვლაპარაკობ აფთიაქებში მათი დახლებზე არსებობის რეალობაზე (მეორე სურათში ჩემი მობილურიდან ამოჭრილია აპლიკაციაში არსებული შემოთავაზება)", - წერს ექიმი ფეისბუქზე.