"ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა - გაიზიარა!" - ლაშა ნაცვლიშვილი
"Postv"-ის ხელმძღვანელი, ლაშა ნაცვლიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა - გაიზიარა!
გაიზიარა პასუხისმგებლობა ამ კრიმინალურ სიბინძურეზე! გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას - ვანო მერაბიშვილის და ახალაიების მეშვეობით უკანონოდ ესმინა მოზარდისთვის;
გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა ამ ჩანაწერის ფალსიფიკაციას, მის უხეშ მონტაჟს;
გაიზიარა, ხელი მოაწერა და კურთხევა მისცა უღირსობის მწვერვალს - ეს ყველაფერი მოზარდის მამისთვის და მისი შექმნილი "ოცნებისთვის" დაებრალებინა ბინძურ მიშას!
ეკა გიგაური აღარაფრით განსხვავდება კოხტა კოდუასგან და ეს მე ნამდვილად არ მახარებს!", - წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქზე.