თეგებით ძიება

"დაკომპლექსებული ტიპი ხარ და რამდენსაც არ უნდა ეცადო, რომ ვინმე “დაჩაგრო” მამიკოს ზურგით, მაგ ტრავმებს მაინც ვერაფერს უშველი" - დომენიკ მანგო ბერას მიმართავს

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"ბერა ბიჭო, ჯერ მარტო იმიტომ გენგრევა თავზე ცხოვრება, რომ ყველაფერი ყალბია შენს გარშემო. თუ გგონია ის უკანასკნელი ღარიბაშვილი გაგიღიმებდა მაინც, ამდენი ფული რომ არ გქონოდათ ოჯახს, ძალიან ცდები. ყველაფერი ფეიქია შენს გარშემო და რაც ყველაზე ნამდვილი გგონია, ისიც ფეიქია. მამიკოს ზურგით გაქვს ნაყიდი ცხობრება და ყველაფერი რაც შენს მიღწევად მიგაჩნია, ისიც მამიკოს ფულებით არის ნაყიდი. ვინც არ უნდა გიმტკიცოს, ვერ გაიგებ, რადგან ბავშვობიდანვე ამ ფეიქი ცხოვრებით ხარ გაზრდილი. სინამდვილეში ერთი საწყალი, ფსიქოლოგებით ნაკოწიწები დაკომპლექსებული ტიპი ხარ და რამდენსაც არ უნდა ეცადო, რომ ვინმე “დაჩაგრო” მამიკოს ზურგით, მაგ ტრამვებს მაინც ვერაფერს უშველი. იჯექი და უსმინე შენს ფეიქ მეგობრებს, ისინი ყოველთვის გაიცინებენ მაშინ როცა გინდა და ყოველთვის დაგიკრავენ თავს იმაზე, რაც გინდა. ოღონდ გახსოვდეს, რომ ეგ შენი ცხოვრება არაა და არავის სჭირდები მამიკოს ზურგის და ფულის გარეშე ან არც დასჭირდები თუ ასე გააგრძელებ “ბლატავს”.", - წერს დომენიკ მანგო ფეისბუქზე.


[flash=425,264]

BERA ბიჭო, ჯერ მარტო იმიტომ გენგრევა თავზე ცხოვრება, რომ ყველაფერი ყალბია შენს გარშემო. თუ გგონია ის უკანასკნელი...Posted by Captain Domenic Mango on შაბათი, 06 მარტი, 2021

[/flash]

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა