"ეს უცნაური პოსტი არ გაგიკვირდეთ, არც გავგიჟებულვარ..." - რას წერს გურამ შეროზია
"აუუ ასე დაწყებულა ყველაფერი 6 წლის წინ, რომლის შემდეგაც უამრავი მეგობარი შევიძინე და ცოლიც კი ხომ არ განვაახლოთ? იხილეთ პოსტი:
"ეს უცნაური პოსტი არ გაგიკვირდეთ, არც გავგიჟებულვარ, არც ა.შ. უბრალოდ, ჯერ გავაკეთებ მოკლე შესავალს:
1 წელზე ცოტა მეტია, რაც აქტიური საზოგადო ცხოვრება დავიწყე: გადაცემის წაყვანა, საჯარო ლექციები და ვიდეო სფიქინგი, ბლოგი, ფეიჯი და ა.შ. - დიდი რიცხვით გაიზარდა ჩემი ფრენდ ლისტი, ბუნებრივია, მათ დიდ ნაწილს არ ვიცნობ... ზოგი მათგანი მწერს, ვპასუხობ, ვმეგობრდებით, ზოგიც დუმს, არის ხალხი, ვინც დიდი ხანია მყავს ლისტში და ქუჩაში რომ შემხვდეს - ვერ ვიცნობ...
მჯერა, რომ ფრენდ ლისტში მყავს ბევრი საინტერესო ადამიანი და მე უბრალოდ ვერ ვახერხებ მათ ათვისებას... ჰოდა... :დ
ხვალ, საღამოს 8 საათიდან, აღმაშენებლის გამზირზე, ანუ ჩემ სახლში, სადაც ამჟამად ცხოვრობს ასევე ჩემი მეგობარი, ვეძებთ მაფიის მოთამაშე 10 კომუნიკაბელურ ადამიანს, მაფიის შემდეგ შესაძლებელია სიმღერაც. აუცილებელი მოთხოვნები:
- ლაივში არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, მინიმუმ მე არ უნდა მყავდეთ ნანახი არც ერთხელ;
- უნდა იყოთ 18 წელზე მეტის, ზედა ზღვარი შეუზღუდავია;
- არ უნდა გქონდეთ ქართულება სიგარეტის ბოლზე და არ უნდა გქონდეთ დარქ მაინდი;
- უპირატესობა მიენიჭებათ აქტიურ ლაიქერებს, კომენტარის ავტორებს, ვინც ასე თუ ისე მომხვედრია თვალში...
დამატებით:
1. დაუშვებელია სექს დეითინგი, როგორც ჩემი, ასევე ერთმანეთის, მინიმუმ მანამ, სანამ "ჩემს ოჯახში" იმყოფებით :დ;
2. დაუშვებელია ორი, ერთმანეთის ნაცნობი ადამიანი, ყველა უნდა იყოთ უცნობები, როგორც ჩვენთვის, ასევე ერთმანეთისთვის;
3. არ დაიშვებიან ზომბები, ფანატიკოსები, სექსს და/ან გათხოვებას/ცოლს მოწყურებულები, ზედმეტად მშვიდები და უემოციოები, ფობიებით შეპყრობილები, ა.შ.
იმისთვის, რომ თქვენ მოხვდეთ ე.წ. ათეულში (ვეცდები დავიცვა სქესთა ბალანსი და ასევე, შევარჩიო ძალიან საინტერესო ხალხი), უნდა მომწეროთ პმ-ში თქვენი აღწერა/სლოგანი/რატომ თქვენ, ან რამე საინტერესო ტექსტი, ერთი წინადადებით, რომელიც შეიძლება შედგებოდეს მაქსიმუმ 4 სიტყვისგან. დამატებითი კითხვის შემთხვევაში - ავტომატურად რეჯექთდებით, მისალმებაც ამ ოთხს სიტყვაში გეთვლებათ :დ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საუკეთესო და ყველაზე კრეატიული ხალხი შეირჩეს და თქვენვე დარჩეთ პოზიტივით დამუხტულები, ნუ ჩვენც
აჯენდა: გაცნობა, თიმ ბილდინგი, მაფიოზობანას რამდენიმეჯერ თამაში, შეიძლება სიმღერაც და დაშლა-არმოშლა
ვისაც გიყვართ ექსპერიმენტები და ახალ ხალხთან კომუნიკაცია, ანუ ჩვენ სწორედ თქვენ გელოდებით", - წერს შეროზია.