ირინა სარიშვილი - ცოცხების დადგმული კადრებით მოთრეულები ლაპარაკობენ აუდიოჩანაწერების უკანონობაზე და ავადმყოფი მანიაკების კაცობასა და ვაჟკაცობაზე!
ცოცხების დადგმული კადრებით მოთრეულები ლაპარაკობენ აუდიოჩანაწერების უკანონობაზე და ავადმყოფი მანიაკების კაცობასა და ვაჟკაცობაზე!, - ამის შესახებ აცხადებს ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.
"მედიაციაში გადასული ფასილიტატორებისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის სკამზე დარჩენა უნდა იყოს ახალი გარემოება, რომლის დროსაც მასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა იურიდიულად, პოლიტიკურად და მორალურად შეუძლებელია!
ცოცხების დადგმული კადრებით მოთრეულები ლაპარაკობენ აუდიოჩანაწერების უკანონობაზე და ავადმყოფი მანიაკების კაცობასა და ვაჟკაცობაზე!
ყოველი დღე ამ ხელისუფლების ხელში არის თითოეული ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება, ღირსების აყრა და საშიში სიცოცხლისთვის!
შეცვლილი საარჩევნო კომისიით რიგგარეშე არჩევნები სასწრაფოდ! სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.