ბერამ არასასურველი სტატუსის დაწერისთვის 2013 წელს რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი "საბლატაოდ" დამაყენა - მუსიკოსი მასზე განხორციელებულ მუქარაზე წერს
"ტვ პირველზე" გასული ფარული აუდიოჩანაწერების შემდეგ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ, მასზე განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლაზე მუსიკოსი სანდრო სულაქველიძეც ალაპარაკდა.
როგორც ის ფეისბუქზე წერს, არასასურველი სტატუსის მაგო, მას ბერამ ადამიანები მიუგზავნა.
"ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის არასასურველი სტატუსის დაწერისთვის დამაყენა 2013ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ.
ეტყობა ვინმე ანზორი უეჭველი უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართული.
მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს. ეტყობა მანდაც რამე არ მოეწონა, ისე რო არ გამოვიდა როგორც უნდოდათ და მეორე დღეს კიდე დაარეკინა ვიღაცას, შენ ბოდიში არ უნდა მოგეხადა საჯაროდო? მე კი არ მომიხდია ბოდიში და არც "მიკაჩავება" გამოუვიდათ, მაგრამ ეგ ჯერ კიდე კოჰაბიტაციის 2013 იყო. მას მერე გაიზარდა პატარა ბერა "ჯოფრიც" და ახლა უკვე ანზორ "კლიგანი"ს მეშვეობით დასდევს მისთვის არასასურველი სტატუსების დამწერებს.
გუშინ რაც მოვისმინე, ამ ავადმყოფი ბავშვის დაგეშილი ტიპების მხრიდან მოქმედებების ზუსტად იგივე სქემა იყო რითაც მაშინ ჩემთან ეცადნენ რაღაცის მიღწევას, ამიტომ ვისაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ მინდა იმედები გაგიცრუოთ, რაც მოისმინეთ ეგ სავარაუდოდ სრული სურათიც არაა იმის თუ რაებსაც ავალებს და როგორ ბოლომდეც მიყვება ხოლმე აღსრულებას", - წერს სანდრო სულაქველიზე ფეისბუქზე.
[flash=425,264]
ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის...Posted by Sandro Sulakvelidze on კვირა, 07 მარტი, 2021
შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.