პეტრე კოლხი - შეიძლება ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ცინიზმი, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა და გაუნათლებლობა სხვისი ბრალი არ არის
შეიძლება ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ცინიზმი, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა და გაუნათლებლობა სხვისი ბრალი არ არის, - ამის შესახებ პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წერს.
"აზრი შეიძლება იყოს კრიტიკული. შეიძლება ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ცინიზმი, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა და გაუნათლებლობა სხვისი ბრალი არ არის... ამით საკუთარი კულტურის და ტაქტის სინაკლებე ვლინდება!..", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.