თეგებით ძიება

"ღარიბაშვილის და ბერას პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია, დაგმოს ეკლესიის ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში პატრიარქმა და მოსაყდრემ" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიის ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში პატრიარქმა და მოსაყდრემ, - ამის შესახებ დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიის ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში პატრიარქმა და მოსაყდრემ, რომელნიც უნდა იყვნენ მოწოდებით და თანამდებობით ზნეობის გუშაგები და ჩაგრულთა მცველები, მაგრამ ისინი ამას არ იზამენ და არც არასოდეს ამოუღიათ ხმა "ამა სოფლის მთავართა" წინააღმდეგ. ცოდვისა და უსამართლობის, ძალმომრეობისა და ბოროტების მხილების სული ჩაკლულია ჩვენს საბჭოურ ეკლესიაში, აღარაა გრიგოლ ხანცთელის ან თეოდორე სტუდიელის მსგავსი წმინდა მამები, ვინც ვცდილობთ ხმის ამოღებას, იმათაც გვდევნიან და გაჩუმებას მოითხოვენ. საქართველოს საპატრიარქო დაემსგავსა სულიერ ბაბილონს, და "ვკურნევდით ბაბილოვანსა და არა იკურნებოდა"...", - წერს ფეისბუქზე დეკანოზი.

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა