თეგებით ძიება
17. 03. 2021 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი - დიახ, პუტინი მკვლელია და მას მო­უ­წევს ყვე­ლაფ­რის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეი ბი სი“-სთან ინტერვიუში, წამყვანის კითხვაზე - "გჯე­რათ, რომ პუ­ტი­ნი მკვლე­ლია“? უპასუხა: "დიახ, ამის მჯე­რა... მას მო­უ­წევს ყვე­ლაფ­რის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და და ამას თქვენ ძა­ლი­ან მალე და­ი­ნა­ხავთ"

„ის საფასურს აუცილებლად გადაიხდის და ამას აუცილებლად ნახავთ. ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა პუტინთან. მას კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბარი ასე დაიწყო, ვუთხარი „მე შენ გიცნობ და შენც მიცნობ. თუ დავადგენ, რომ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევა მოხდა, მაშინ შენ მზად უნდა იყო.

ვუთხარი, რომ ვიცი, მას სული არ აქვს, რაზეც მან მიპასუხა – ე.ი. ჩვენ ერთმანეთის გვესმის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბუშმა თქვა ცნობილი ფრაზა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და მისი სული დაინახა. ვთქვი, რომ მეც ჩავხედე მას თვალებში და ვფიქრობ, მას სული არ აქვს. მან მიპასუხა, რომ ე.ი ჩვენ ერთმანეთის გვესმის. დიახ, მე ვფიქრობ, რომ პუტინი მკვლელია“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთი სავარაუდოდ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ცდილობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა