ფრანგმა კაცმა ცოლის მოსაკლავად ქართველები დაიქირავა - მედია
საფრანგეთის პროკურატურამ ქართული წარმოშობის სამი მამაკაცი შეკვეთილ მკვლელობაში ამხილა.
მედიის ცნობით, ოთხი შვილის დედა თვეზე მეტი დაკარგული იყო.
მისი ცხედარი რენეს მახლობლად, პარასკევს, 19 მარტს იპოვნეს.
42 წლის მაგალი ბლანდინის მკვლელობის შეკვეთისთვის პროკურატურამ ბრალი მის მეუღლეს ჯერემი გ-ს წარუდგინა, რომელთანაც ქალი განქორწინების პროცესში იყო. ასევე ბრალი წარედგინა სამ ქართველ ეჭვმიტანილს.
rustavi2.ge