თეგებით ძიება
21. 03. 2021 ვიდეო

პარაპლანით ახსნილი სიყვარული - ორიგინალური ხელის თხოვნა რუსთავში (ვიდეო)

ალბათ პარაპლანით პირველად ფრენის დროს განცდილი ემოციები და მოზღვავებული ექსტრემი ყველა ადამიანში დიდი ხნის განმავლობაში დაუვიწყარ კვალს ტოვებს.

პარაპლანით ფრენა ორმაგად ემოციური იყო გვანცა ორველაშვილისთვისა და გიორგი კობაიძისთვის, რომელმაც საყვარელ ქალს ცხოვრების ბოლომდე მისი მეგზურობა სწორედ ფრენის შემდეგ შესთავაზა.

ხელის თხოვნის პროცესს, რომელსაც გვანცა არ ელოდა, გიორგი თითქმის ორი თვის განმავლობაში გეგმავდა. გეგმის მიხედვით, იაღლუჯის მთიდან პირველი "Xcaucasus-ის" პილოტთან ერთად გვანცა უნდა გამოფრენილიყო. შემდეგ უნდა ეფრინა გიორგის, რომელიც დაშვების დროს საავარიო სიტუაციას გაითამაშებდა და შეშინებულ შეყვარებულს ხელს სთხოვდა.

ფრენისთვის შეუფერებელი ამინდის გამო, გიორგის გეგმები ლამის წყალში ჩაეყარა. თუმცა უამინდობის გამო ხელის თხოვნის გადადებას არ აპირებდა და დრო იქამდე გაწელა, სანამ ქარი არ ჩადგა და ფრენა შესაძლებელი არ გახდა.

წყარო: inforustavi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა