"ჟურნალისტებთან თხოვნა მაქვს ერთი..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს და თხოვნითაც მიმართავს:
"ჟურნალისტებს გილოცავთ პროფესიულ დღეს. უთქვენოდ ვერ გადარჩება ვერც სიმართლე, შესაბამისად ვერც ქვეყანა, ვერც ცალკეული ადამიანი. ბევრს შრომობთ, მართლაც დღე და ღამე და ხშირად რისკის ფასად და უგულწრფელესი მადლობა და დაფასება თქვენ ამისთვის.
საინფორმაციო გადაცემების ჟურნალისტებთან თხოვნაც მაქვს ერთი, - გეთანხმებით, ინფორმაციას რომ ბევრჯერ გვიმეორებთ, სწორი ხართ, გავშტერდით ამასობაში და ვერ ვიგებთ ერთხელ ნათქვამს, მაგრამ როცა საშინელ ტრაგედიას აშუქებთ, ეს ისე ნაცნობი და ორგანულია ჩვენთვის, რომ ნამდვილად ერთი თქმით გვესმის და ნუ ჩაგვიტენით ტვინში ათჯერ და ნიჩბით და სხვა იარაღების გამოყენებით. არც ჭირისუფლების გამწარებული სახის ჩვენებაა საჭირო, რადგან ისედაც ვიცით, რას შეიძლება გრძნობდნენ ისინი, როცა მაყურებელსაც გული გვისკდება მომხდარი ფაქტის გამო. ასე კიდევ უფრო ვიფიტებით, კიდევ უფრო დეპრესიულები ვხდებით და აღარც ვკვდებით და ვეღარც ვცოცხლობთ, ვყრივართ ცოცხალ-მკვდრები. ხოდა როგორც ჩვენ გვჭირდებით თქვენ, თქვენც ასევე გჭირდებით ჩვენ, ეს გაშტერებული ხალხი და იქნებ ისე დაიცვათ ხოლმე ზომა-წონა, რომ როცა უნდა გავბრაზდეთ, პროტესტი გამოვხატოთ, ამის ენერგია შემორჩენილი გვქონდეს", - წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე.