თეგებით ძიება

ივანიშვილი დღეს პრაქტიკულად პოლიტიკურად გაბანკროტებულია - მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილი დღეს პრაქტიკულად პოლიტიკურად გაბანკროტებულია - ასე ეხმაურება "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამერიკის მიერ ბიინა ივანიშვილის დასანქცირებას. 

პრაქტიკულად დიაგნოზი დაესვა, რომ ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს. არათუ არ ემსახურება, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქების არჩევანს. ამიტომ ის "დიფ სეთითზე" რომ გვიყვებოდნენ, ეს ხომ წარმოუდგენელია, ამ სცენარებს ხომ "კგბ" წერს. დღეს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ამას ჩვენ დიდი ხანია ვიძახით. ივანიშვილი არის აქ მოვლენილი იმისათვის, რომ საქართველო უკან შეიყვანოს რუსეთის კლანჭებში და ამას აკეთებს ბოლო 2 წელი განსაკუთრებით აჩქარებული ტემპით. ფაქტი სახეზეა, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკურად პრაქტიკულად გაბანკროტებულია.

მინდა დავაწყნარო საზოგადოება, არანაირი ასახვა საბანკო სისტემაზე ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას არ მოჰყვება, ამის სრულ გარანტიას ვიძლევი. რაც შეეხბა მის აქტივებს და ფინანსებს, ეს სულ სხვა თემაა", - ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა