"ჩემი და ბარბარას დუეტის, ერთ-ერთი ინსპირაცია, სწორეს ეს გარდაუვალი განშორება იყო" - გურამ შეროზია
ბლოგერი გურამ შეროზია თავის ბავშვობას იხსენებს და ახალ მ უსიკალური დუეტის ინსპირაციის წყაროს ასახელებს:
"ბავშვობაში, როგორც ბევრ ოჯახს გარშემო - ჩვენც გვიჭირდა. აქტიურად განიხილებოდა ჩვენს გარშემომყოფებში ემიგრაციაში წასვლის თემა.
რამდენჯერაც ამას წარმოვიდგენდით - იმდენჯერ ასმაგი ენთუზმიაზმით "ვურტყამდი წიგნებს თავს", რომ ბეევრი მესწავლა და არასდროს დამეშვა დედასთან განშორება. 12-13 წლის ასაკშიც კი - მზად ვიყავი ფიზიკურად მემუშავა, მერე ღამით, ლამპის შუქზე მესწავლა, ოღონდ დედა გვერდით მყოლოდა. ახლაც, ამ ასაკშიც თუ მოხდა სასწაული და ავად გავხდი - დედაჩემის მომზადებული ცხელი კომპოტი, შუბლზე ხელის დადება და მზრუნველობა - ნომერ პირველი მკურნალია!
ჩვენ შევძელით ეს კრიზისი გადაგველახა და დედა არ წასულიყო, ბევრმა ვერ და მთელი სიმძაფრით მესმის იმ დედების შეგრძნებების, ვინც შვილები დატოვეს და ახლა ათასეული კილომეტრები აშორებთ, იმ შვილებისაც მესმის!
და სწორედ ამიტომ, ჩემი და ბარბარას დუეტის, სახელად #მომენატრები ერთ-ერთი ინსპირაცია, სწორეს ეს გარდაუვალი განშორება იყო.
როცა მოისმენთ - ყველაფერს თავად მიხვდებით და იმედია სრულად შეიგრძნობთ იმას, რისი გადმოცემაც ამ სიმღერით გვსურდა.
"ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს,
იქ, სადაც ჩვენ ვმთავრდებით...", - წერს შეროზია ფეისბუქზე.