ბატიც არ დააზღვიოთ! ერთი თვე გავიდა და მე ისევ ომი მაქვს სადაზღვევოსთან... ესეც ქართულ-ჯიგრული წარმატებული ბიზნესი - ჯიპიაი ჰოლდინგს მომხმარებელი ტყუილში ადანაშაულებს
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"არსებულ "სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში", მომხმარებელი მარიამ მისაბლიშვილი სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგთან" დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
"23 თებერვალს ხე დაეცა ჩემს მანქანას...
მოკლედ, მანქანა დაზღვეული მყავდა ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding-ში.
მსგავსი მანქანის შეძენას დღეს მინიმუმ 9000$-ად შეძლებთ. ვინაიდან მანქანა ამერიკიდან იყო ჩამოყვანილი და არც მსგავსი შემთხვევა მქონდა გათვალისწინებული მანქანა დაზღვეული მყავდა 6000$-ად.
აგერ უკვე 1 თვე გადის და მე ჯერ ისევ სადაზღვეოსთან ომი მაქვს გამოცხადებული.
1. სადაზღვეო მიკავშირდება და მიხსნის, რომ კი 1%-იანი ფრანშიზით მქონდა დაზღვეული, მაგრამ გატოტალების შემთხვევაში 10% არის ფრანშიზა და მაკლებს 600$-ს. სხვა გზა არ მაქვს, ვეთანხები და ხელს ვაწერთ დარეგულირების აქტს.
2. აგერ უკვე ფული უნდა ჩამერიცხოს ისე ვიგებ, რომ ვინაიდან მანქანა გატოტალდა, უნდა გადავიხადო მთელი წლის გადასახადი 144$. რაზეც უკვე ვბრაზდები.
3. ვითხოვ განიხილონ არა გატოტალება, არამედ ზარალის ანაზღაურება და მანქანას მე დავიტოვებ, რაზეც კატეგორიულ უარს მეუბნებიან.
4. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მირეკავს ვიღაც ტიპი და მთხოვს, რომ მივიდე და მანქანა გადავუფორმო, რაზეც უარს ვაცხადებ, იმიტომ რომ თანხაზე არ ვართ შეთანხმებული და არც ის ვიცი, ვინაა.
5. მირეკავს გაღიზიანებული ზარალების მენეჯერი და მიხსნის, რომ გამორჩა ამ თანხის განხილვა და ქართულ ჯიგრულ პონტში მთხოვს სრული წლის თანხის გადახდას, თუ არადა თანხას საერთოდ ვერ მივიღებ.
5. ვაფიქსირებ პრეტენზიას ცხელ ხაზზე და ვითხოვ ვინმე დამიკავშირდეს, რაზეც მპასუხობენ, რომ პრეტენზიის განხილვას 10 სამუშაო დღე სჭირდება და მანამდე არავინ დამიკავშირდება.
6. უკვე ნერვები მეშლება, ამიტომ ვუფორმებ მანქანას და ვურიცხავ მთელი წლის პრემიას, რათა მივიღო ჩემი თანხა 6000$-600$-144$.
7. აგერ დღეს უნდა ჩამრიცხვოდა თანხა, ვურეკავ ზარალების მენეჯერს და უი, ეგ თანხა კიდე დაკორექტირდაო, ვინაიდაინ მანქანა არა 1 არამედ 3 წლით გყავდა დაზღვეული, კიდევ 40$ უნდა მოგაკლოთო, რაზეც უკვე ისტერიკა მემართება.
8. ვრეკავ ისევ ცხელ ხაზზე, ვითხოვ ვინმე კომპეტენტურს და არა 10 დღეში, არამედ ახლავე რომ დამიკავშირდეს.
9. მირეკავს სხვა ზარალების მენეჯერი და ესეც ქართულ ჯიგრულ პონტში მიხსნის, რომ კი ძაან წუხს რაც მოხდა, მაგრამ ადამიანები ვართ და რა მოხდა რომ ორჯერ დაავიწყდა ადამიანს გამოსაკლები თანხის ოდენობები ეცნობებინა. ვუხსნი, რომ იქნებ არ მაწყობდა ეს "ასაღები" თანხა და ისე უფრო ძვირად ვყიდდი და ნაკლებ ზარალს ვნახულობდი, მაგრამ რა თქმა უნდა პასუხია "სამწუხაროდ ვერაფერს ვიზამთ".
10. ამ მთელი თვის გამავლობაში თავისი ნებით არცერთხელ არ დამკავშირებია ზარალების მენეჯერი, ჩემ დარეკილზე მპასუხობდა, რომ თვითონ ყველაფერი დროულად მოაგვარა და რომ მას აღარ ეხება ჩემი საქმე (არადა ცხელი ხაზი მასთან მაკავშირებს და ზარალის ანაზღაურება 5 დღის ვადაში უნდა მოხდეს ხელშეკრულებით).
ვარკვევ, რომ სასამართლოში ჩივილს აზრი არ აქვს და ყველა მირჩევს, რომ ავიღო რასაც მაძლეენ და დავიკიდო, ვინაიდან შეიძლება 1 წელი გაიწელოს საქმე და ასევე, ჩემი მანქანა უკვე აუქციონზე გადის, მაშინ როცა ჯერ მე არავის გავუსტუმრებივარ.
ჰოდა გაკეთებით მე კი ვერაფერს ვშვები, მაგრამ თქვენ მაინც იცოდეთ, რომ ჯიპიაიში მანქანა კი არა ბატიც არ დააზღვიოთ! ესეც ქართულ-ჯიგრული წარმატებული ბიზნესი.
მთავარი გამომრჩა, ჯიპიაის თანამშრომლები ნამუსზე მაგდებენ, რომ თურმე მე 23$-ს ვიხდიდი და ახლა 6000$ს რა პონტში ვითხოვ :დდდდ", - წერს მარიამ მისაბლიშვილი ჯგუფში.