თეგებით ძიება
31. 05. 2021 მსოფლიო

გასული 24 საათის განმავლობაში კონგოში, ვულკან ნირაგონგოსთან 92 მიწისძვრა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვულკან ნირაგონგოსთან 92 მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ადამიანებმა მხოლოდ 4 მიწისქვეშა ბიძგი იგრძნეს, დანარჩენები კი სპეციალურმა აპარატურამ დააფიქსირა.

ვულკანი ნირაგონგონგო გასულ შაბათს ამოიფრქვა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა, 400 ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვულკანის აქტივობის პიკი უკვე გადალახულია, თუმცა ახალი ამოფრქვევის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. მათივე განმარტებით, სეისმურ აქტივობას ხელს რეგიონულ ნასხლეტებეში არსებულ რიფტი უწყობს ხელს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა