თეგებით ძიება
31. 05. 2021 მსოფლიო

„ცუდი ხალხი“ Indie Short Fest-ის დაჯილდოების ნომინანტია

გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ცუდი ხალხი“ ლოს ანჯელესში, Indie Short Fest-ის დაჯილდოებაზე, ორ ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი.

დაჯილდოვების ცერემონია ოქტომბერში გაიმართება. Indie Short Fest იყო პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელმაც 2019 წელს „ცუდი ხალხი” თავისი პროგრამისთვის შეარჩია.

ფილმის ევროპული სატელევიზიო პრემიერა შედგება ივნისში, ტელეარხზე Catalan TV, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზიაა ესპანეთში.

ასევე, გიორგი თავართქილაძის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი „ერთი საათი” წარდგენილი იქნება დანიაში, Odense International Film Festival-ის მთავარ კონკურსში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა