თეგებით ძიება
31. 05. 2021 მსოფლიო

ოკუპაციის ტყვეობაში მყოფი გენადი ბესტაევის ოჯახი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

საოკუპაციო ძალების მიერ წელიწადნახევრის წინ გატაცებული გენადი ბესტაევის ოჯახი სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ბესტაევის ოჯახი ოკუპანტი რუსეთისგან უკანონო პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს, რომელიც ამ დროისთვის ცხინვალის ციხეშია დატყვევებული.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ბესტაევი საპატიმროში არაადამიანურ მოპყრობას განიცდის და მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

დღეს შიდა ქართლის პოლიციაში ბესტაევის ნათესავები გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოიკითხა მისი დისშვილი, რომელიც ბესტაევის გატაცების თვუთმხილველია.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება, მათ გათავისუფლებას კი ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახერხებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა