თეგებით ძიება
01. 06. 2021 მსოფლიო

ბიჭუნა, რომელიც გულის ფორმის ნიშნით დაიბადა ინტერნეტვარსკვლავი გახდა (ფოტოკოლაჟი)

ჩინარ ენგინს უკვე უწოდეს სიყვარულის ბავშვი, მას შემდეგ რაც მისი ფოტოები მშობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

საქმე იმაშია, რომ ჩინარი შუბლზე გულის ფორმის ნიშნით დაიბადა.

„ როდესაც ბავშვი პირველად დავინახე, მის შუბლზე მოზრდილი წითელი ნიშანი შევნიშე, რამაც ცოტათი შემაშინა. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს გული იყო. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი საოცარი ნიშნით დაიბადა. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო“ - განაცხადა დედამ „დეილი მეილისთან.“

ჩინარი ახლა ერთი წლის არის. როგოც დედა ამბობს, ბიჭუნა დღემდე იპყრობს გარშემომყოფების ყურადღებას.

„როდესაც ვსეირნობთ და ხალხი ჩინარს ხედავს, ყველა გვიღიმის. ეს ძალიან სასიამოვნია. ჩემი ბიჭუნა სრულიად უცხო ადამიანებშიც სიყვარულსა და დადებით ემოციებს იწვევს“ - ამბობს მურათი.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა