თეგებით ძიება
02. 06. 2021 მსოფლიო

იტალიაში „კოზა ნოსტრას“ წევრმა, რომელიც 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობდა, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა

სიცილიური მაფიის „კოზა ნოსატრას“ წევრმა ჯოვანი ბრუსკამ, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. ის პატიმრობაში 25 წელი იმყოფებოდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

CNN-ის ცნობით, ბრუსკამ 100-მდე ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობა აღიარა, ამასთან 14 წლის ბავშვის, რომლის სხეულსაც მჟავა დაასხეს.

მაფიის წევრი 1996 წელს დააკავეს. მას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. აქედან 26 წელი მას ბომბის აფეთქებისთვის მიესაჯა. აფეთქების შედეგად მაფიასთან მებრძოლი დაიღუპა.

მძიმე დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მაფიის წევრი საპატიმროდან 31 მაისს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამის მიზეზად 4-წლიანი გამოსაცდელი ვადა და გამოძიებასთან თანამშრომლობა დასახელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა