თეგებით ძიება
03. 06. 2021 მსოფლიო

კიმ ჩენ ინი თავის მოადგილედ საკუთარ დას ნიშნავს

ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიაში კიმ ჩენ ინის მოადგილის თანამდებობა დაწესდა. მას, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის და კიმ ე ჩენი დაიკავებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ სააგენტო Yonhap-ზე დაყრდნობით იუწყება.

კიმ ჩენ ინი არის ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო მისი მოადგილე პირველი მდივანი გახდება. ახალი თანამდებობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ძალაუფლების გადაცემის დროს ქვეყნის ლიდერი ხდება. ასევე ეს შეიძლება მოხდეს განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ანუ ქვეყნის მოქმედი ლიდერის ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინმა თვისი უფლებამოსილების ნაწილი დას გადასცა, ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, მის კომპეტენციაში სამხრეთ კორეასთან და აშშ-სთან ურთიერთობები შევიდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმედ არის ავად და ის მალე უფლებამოსილებას სრულად დას გადასცემს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა